ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეაჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე, მეორე კი, საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.