"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გორის რამდენიმე სოფელს დღეს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინეს.
ისინი სავარაუდოდ, ახალგორის მიმართულებით, ცხინვალიდან მიფრინავდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან რუსული ვერტმფრენების ფრენის ფაქტთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე აცნობა.
მათივე ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.