გუშინ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
რადიო მარნეულის ინფორმაციით, ბრიფინგზე პარტიის წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მაცხოვრებლები არიან, განაცხადეს, რომ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვეს და "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდნენ.
რადიოს ცნობით, იმ წევრებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს, განაცხადეს, რომ მათ "ევროპულ საქართველოში" ატყუებდნენ.
მათივე თქმით, მათ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივე პარტია ეგონათ.