„ათი ივანიშვილიც, რომ იყოს თუ ხალხი იტყვის არას დამთავრდა ის ხელისუფლება, - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
ბაქრაძის თქმით, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი იყო ედუარდ შევარდნაძე თუმცა მაშინ როცა ხალხმა თქვა არა, ის წავიდა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით არჩევნებზე მისვლა არის უმნიშვნელოვანესი.
„რამდენად აზრიანია ჩვენი ბრძოლა, რამდენად აუცილებელია, რომ ვიბრძოლოთ უკეთესი საქართველოსა და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბოლო დღეების პროცესებმა, როდესაც ყველამ ერთად ვნახეთ რა ხდება დღეს ხელისუფლებაში, სადამდე მივიდა დღევანდელი ხელისუფლება. ვნახეთ კორუფცია, რომელიც მოდებულია მთელს სახელმწიფო აპარატში, ყველაზე მაღალ დონეებში. ვნახეთ თანხის გამოძალვა და სახელმწიფო რეკეტი, ვნახეთ თუ რა ხდება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ამ ყველაფრის შემხედვარეს არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ გაგიმტკიცდეს რწმენა, რომ საქართველოს ნამდვილად სჭირდება ცვლილებები. საქართველოს სჭირდება უკეთესი ხელისუფლება, საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა შევცვალოთ დღევანდელი ხელისუფლება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს თითქოს არჩევანი ცუდს და უარესს შორის ხდება რადგან ცვლილებები მოიტანს შურისძიების ტალღას, რაც მისი გამარჯვების შემთხვევაში გამორიცხულია.
„ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში შევცვალოთ ხელისულება მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ისე რომ ქვეყანაში არასოდეს აღარ დაბრუნდეს შურისძიების რევანშის ანგარიშსწორების ტალღა“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.