მთავრობა სარეზერვო ფონდის 20%-ზე მეტად გაზრდას ვეღარ შეძლებს. შეზღუდვა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით შედის ძალაში.
სარეზერვო ფონდების მოცულობის რეგულირების ახალი წესით, დღეს არსებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 2%-ის ნაცვლად, პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდების ჯამური მოცულობა 1%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
წლის განმავლობაში ფონდის ზრდა არაუმეტეს 20% მოხდება.
2019 წლის პროექტით, მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარი იქნება. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი, ისევ 5 მლნ ლარით განისაზღვრა.