აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში კალოთელებს სოფლის დღესასწაული მიულოცა.
დღესასწაული რამდენიმე წელია სოფლის მცხოვრებლების სურვილით დაწესდა. პატარა სოფლიდან საცხოვრებლად სხვადასხვა კუთხეში წასული მოსახლეობა ერთმანეთს სწორედ კალოთობაზე ხვდება.
სოფელ კალოთაში ძველი ნაეკლესიარი ფუნდამენტია. კალოთის ეკლესია სხალთისწყლის ხეობაში, სოფელ კალოთის ბოლოს, მაღალ ტერასაზე მდებარეობდა.
დარბაზული ტიპის ეკლესია საძირკვლის დონემდეა დანგრეული.
სახალხო დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.