გაერთიანების „ძალა ერთობაშია" ლიდერების მოწოდებით, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად ფილარმონიაში შეკრებილებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისკენ მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა. როგორც მან განაცხადა, შვილმკვდარ მამებს მათი მხარდაჭერა სჭირდებოდათ.