გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთთან თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივების განცხადებით, 37 წლის მაია ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.