მსოფლიოში უდიდესი ფოლადის მწარმოებელი კომპანია ArcelorMittal-ი საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური უფლებით შემოდის. 11 ნოემბერს, 14:00 საათზე კომპანიის მენეჯმენტი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" (მისამართი: რუსთაველის გამზ. #13) მედიისთვის სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, რომლის თემაა - "შეხვედრა მომხმარებელთან და პარტნიორობა მომავლისათვის".
იმავე დღეს, "თბილისი მარიოტში", საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სახელწოდებით "მომხმარებლის ენაზე", კავკასიის რეგიონის პარტნიორებთან ერთად გაიმართება სააქციო საზოგადოება "არსელორმიტალი კრივოი როგი"-ის ტოპ მენეჯერთა შეხვედრა. სააქციო საზოგადოება "არსელორმიტალი კრივოი როგი"ArcelorMittal-ის უკრაინის წარმომადგენლობაა, რომელიც საქართველოში მენეჯმენტს ახორციელებს. კომპანია ახდენს ფოლადის, კოქსის, თუჯის, არმატურისა და სხვა მეტალურგიული პროდუქციის წარმოება-რეალიზაციას.
პროდუქციის ექსპორტის უმეტესობა სამხრეთ აფრიკის რეგიონში, ახლო აღმოსავლთში, ევროპასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ხორციელდება. გარდა ამისა, ‘'არსელორმიტალი კრივოი როგი'' პროდუქციის რეალიზაციას ახდენს რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, სასომხეთში, ბელორუსიის რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
კონფერენციაზე, რომელიც 10:00 სათზე დაიწყება სიტყვით გამოვა "არსელორმიტალი კრივოი როგი"-ის გენერალური მენეჯერი მარკეტინგის დარგში - პასკალ მაკო, რომელიც წარმოადგენს ArcelorMittal-ი განვითარების სტრატეგიას საეთაშორისო ბაზარზე. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ხელმძღვანელი, დირექტორი ექსპორტის დარგში - ანდრეი კიტიცი მომხმარებელს გააცნობს კომპანიის პრიორიტეტებს კავკასიის რეგიონში. ვასილ კუჩერი - დირექტორი ხარისხის დარგში, ისაუბრებს სააქციო საზოგადოება "არსელორმიტალი კრივოი როგი"-ის პოლიტიკის შესახებ ხარისხის კუთხით. კონფერენციაზე დაგეგმილია კრესჩენტო ბოსკოს, ტურინის (იტალია) "პოლიტექნიკური ინსტიტუტის", სამშენებლო და გეოტექკნიკური ინჟინერიის დეპარტამენტის ლაბორატორიის ხელმძღვანელისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის - გრიგოლ გობეჯიშვილის სიტყვით გამოსვლა. შეხვედრას დაესწრება ეკონომიკური განვითარების მინისტრი - ზურაბ პოლოლიკაშვილი.
"მომხმარებლის მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე არსებულ პროდუქციაზე, მუდმივად იზრდება. იზდება კონკურენცია მწარმოებლებს შორის, მაგრამ ხარისხი, რასაც ‘'არსელორმიტალი კრივოი როგი'' სთავაზობს თავის მომხმარებელს ეფუძნება მუდმივ ტესტირებას, რაც განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობას მეტალურგიის ბაზარზე." - ამბობს პასკალ მაკო, "არსელორმიტალი კრივოი როგი"-ის გენერალური მენეჯერი მარკეტინგის დარგში.
"არსელორმიტალ კრივოი როგი"-ს მეტალურგიის წარმოება სრულიად შეესაბამება მსოფლიო სტანდარებს, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სერთიფიკატებით. სააქციო საზოგადოება EFQM ("სრულყოფილების დადასტურება ევროპაში - 5 ვარსკვლავი") სერთიფიკატის მფლობელია.
სააქციო საზოგადოება ‘'არსელორმიტალი კრივოი როგი''-ს მხრიდან უდიდესი ყურადღება ეთმობა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებას, რაც განაპირობებს კომპანიის წარმატებას მსოფლიო ბაზარზე. კომპანია ArcelorMittal -ის სლოგანია - "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევქმნათ მომავლის ფოლადი".
შეგახსენებთ რომ, ArcelorMittal-ი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. გარდა მეტალურგიისა, მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიის საქმიანობა მოიცავს: ავტომობილების წარმოებას, მშენებლობას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებასა და შეფუთვას. დაარსდა 1989 წელს. კომპანიის სათაო ოფისი ლუქსენბურგში მდებარეობს.
კომპანია, რომელიც მსოფლიოს ოთხ კონტიგენტზეა წარმოდგენილი, მათ შორის: ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში მსოფლიო ბაზრის ძირითად მომწოდებელს წარმოადგენს.
ცნობისათვის: 2008 წელს კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 124.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფოლადის წარმოებამ - 103.3 მილიონი ტონა მოიცვა, რაც მსოფლიო ბაზრის 10 %-ია. ArcelorMittal-ის აქციები წარმოდგენილია ნიუ-იორკის, ამსტერდამის, პარიზის, ბრიუსელისა და ესპანეთის საფონდო ბირჟებზე.