დღეს საქართველოს პირველად ესტუმრება ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი. უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორია და ავიგდორ ლიბერმანი ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.
თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალს. ვიზიტის ფარგლებში ავიგდორ ლიბერმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება.