თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაიცით, ცეცხლი მესამე სართულზე გაჩნდა, დამწვარია საოჯახო ნივთები - 50 კვ. მ.
მათი ცნობით, ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ წუთებში, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.