მიკ ჯაგერი 75 წლის გახდა. ცნობილი ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერი
სერ მაიკლ ფილიპ „მიკ“ ჯაგერი 1943 წლის 26 ივლისს დაიბადა. ის უფრო მეტად ცნობილი, როგორც ჯგუფ როლინგ სტოუნზის წამყვანი ვოკალისტი. იგი ასევე რამდენიმე ფილმის პროდიუსერია.
ჯგუფთან და ჯგუფის გარეშე 50 წელიწადზე უფრო ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ჯაგერმა დიდი წარმატება მოიპოვა. გამოცემული აქვს რამდენიმე სოლო ალბომი.