შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, სამინისტროში დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით „ნატოსთან“ ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
„კიდევ ერთი მომენტი რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო და რაზეც ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია ეს გახლავთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც გახლავთ სანაპირო დაცვა. სანაპირო დაცვა დღეს, განსაკუთრებით ნატოს ბოლო სამიტის კონტექსტში, იძენს განსაკუთრებულ დატვირთვას. მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება გახლავთ ის მიმართულება სადაც ნატოს და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება გახდეს უფრო პრაქტიკული და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სანაპირო დაცვის მიმართულება მაქსიმუმს გააკეთებს, რამეთუ პრაქტიკულ ჭრილში გადავიყვანოთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. რამეთუ გავზარდოთ როგორც ჩენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხი, ასევე გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლების კომპეტენციაც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს არ გააჩნია სამხედრო საზღვაო ძალები და ამ მიმართულებით ნატოს პარტნიორად გვევლინება სანაპირო დაცვის სამსახური, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გაკეთებული. ისეთი თანამშრომლობის ხარისხი როგორიც დღეს გვაქვს აქამდე არ ყოფილა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აქ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
მოგეხსენებათ რომ ნატო დღეის მდგომარეობით ახორციელებს ხმელთა შუა ზღვაში - „ზღვის მცველის„ ოპერაციას რომელშიც სანაპირო დაცვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს მონაწილეობის მიღებას. ამისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადადგმულია. ჩვენი მიზანია ამ აბორდაჟის ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლების ოთხწლიანი გეგმიდან ორი წელზე გადავიდეთ. ფოთის აბორდაჟის ჯგუფმა უკვე მიიღო პირველი სერტიფიცირება და 2019 წლის დასაწყისში იგივეს ველოდებით ბათუმის აბორდაჟის ჯგუფიდან. ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით არის ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, განსაკუთრებით ინვესტიციების ნაწილში, განსაკუთრებით პერსონალის ამაღლების ნაწილში. ასევე მინდა მოგახსენოთ რომ განსაკუთრებულ როლს ასრულებს ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი როგორიც არის „ჯეიმოკი“ - ინფორმაციის გაცვლის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც ჩენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით შეიქმნა და რომელიც ეხლა აწყობს კომუნიკაციას ნატოს სანაოსნო ცენტრთან, რათა უფრო ეფექტურად გავცვალოთ ინფორმაცია. წელს, წლის ბოლომდე ჩვენ გვეყოლება საქართველოს აილენდის კლასის 2 გემი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო სრულფასოვნად მივიღოთ როგორც ნატოს წვრთნებში ხმელთაშუა ზღვაში მონაწილეობა ასევე უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჩვენი სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა გახარიამ.