კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე მარინა ბერიძე დაინიშნა. საკადრო ცვლილება უკვე დამტკიცებულია. ბერიძე ახალ სამსახურში მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან, 9 ნოემბრიდან, დაიწყებს.
მარინა ბერიძემ ამ თანამდებობაზე დავით ოქიტაშვილი შეცვალა, რომელმაც პოსტი რამდენიმე დღის წინ, თბილისში "რივერდანსის" წარუმატებელი კონცერტის შემდეგ დატოვა.
"კულტურის სამინისტროდან იმიტომ წამოვედი, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა", - განაცხადაპოსტის დატოვების შედეგ დავიტ ოქიტაშვილმა დადასძინა, _ "დარწმუნებული იმაში ვარ, რომ ნებაყოფლობით წამოვედი და ვინ დაინიშნება ჩემს ადგილას, ამას გადაწყვეტენ ის ადამიანები, ვისაც ეს ხელეწიფება".