თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ თაქთაქიშვილის იუბილე აღინიშნა.
კონცერტის პირველი განყოფილება ფრანგულ მუსიკას დაეთმო, მეორე ნაწილი კი, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის 85 წლის ოუბილეს მიეძღვნა.
კონცერტზე გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე დაწერილი თაქთაქიშვილის 5 ვოკალური პოემაც შესრულდა.
კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი სახელმწიფო პრემიების ლაურეატია. სწორედ მას ეკუთვნოდა საბჭოთა საქართველოს ჰიმნი.