თავდაცვის მიმართულება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიიღებს მშპ-ის ორ პროცენტს, რაც არის სწორედ ნატო-ს სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,
მისი თქმით, მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის შემუშავება-დამტკიცებას, სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბებას, რომლის საპილოტე პროექტი წელს დაიწყება, აგრეთვე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალის გაზრდას ამ კუთხით.
„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი და ამ პოტენციალს აუცილებლად სჭირდება რეალიზაცია. ამასთან ერთად, თავდაცვის მიმართულება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიიღებს მშპ-ის ორ პროცენტს, რაც არის სწორედ ნატო-ს სტანდარტი“, – განაცხადა ბახტაძემ.