საქართველოს უკვე ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა, რათა ნატო-ს წევრი გახდე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
ის დარწმუნებულია, რომ ნატო-ს წევრები აღიარებენ საქართველოს ქმედებებს ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.
„ჩვენ ჯერ არ დაგვიზუსტებია ნატო-ს სამიტის ყველა ელემენტი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნატო-ს წევრები აღიარებენ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.