უახლოეს მომავალში საქართველო გეგმავს გააგრძელოს იარაღის შეძენა საკუთარი ჯარისთვის, აშშ-სგან.
ეს იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას და აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჯონ რუდის ვაშინგტონში შეხვედრის საუბარის თემა.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები შეიძენს საბრძოლო აპარატურას და იარაღს აშშ-ში.
"აშშ-სგან სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინის“ შეძენის შემდეგ გრძელდება საბრძოლო აპარატურისა და იარაღის შეძენა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
„აქცენტი გაკეთებული იქნება აშშ-სგან მცირე ზომის ტაქტიკური ერთეულის შეიარაღების შეძენაზე“ - აცხადებს საქართველოს თავდაცვის პრეს-სამსახური.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესმა მხარი დაუჭირა საქართველოს შეიარაღებას სარაკეტო კომპლექს „ჯაველინით“. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გასული წლის დეკემბრის თვეში, ხოლო იანვარში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "ჯაველინი" უკვე საქართველოშია და „გათავსებულია უსაფრთხო ადგილას“.