გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილია.
ელიზბარ მესტუმრიშვილი საოკუპაციო ზოლთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა.