"ამერიკული „ჯაველინი“ და ფრანგული რადარების დემონსტრაცია მოხდება თბილისში თავისუფელბის მოდანზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე" - განაცხადა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ.
თბილისსა და ხუთ სხვა ქალაქში გაიმართება ფიცის მიღების ცერემონიალი. გარდა ამისა, საიუბილეო თარიღის მიუხედავად სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება. თბილისის ცენტრში და სხვა ქალაქებში ტრადიციულად გამოიტანენ სამხედრო ტექნიკას და ოფიცრები და სამხედრო პირები მათ მოქალაქეებს გააცნობენ.