მცხეთაში ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ირლანდიელი სპეციალისტები ტერიტორიას სამხედრო ნარჩენებისაგან წმენდენ. დღეს ტერიტორიაზე სამი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აღმოაჩინეს.
მთლიანი ტერიტორიის განაღმვას კიდევ ოთხი თვე დასჭირდება. რუსულმა არმიამ მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე სამხედრო ბაზიდან საკუთარი ბაზები 2006 წელს გაიყვანა.