"საქართველოს ბანკმა" სესხებსა და დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შეამცირა. როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპროცენტო განაკვეთები ავტოსესხებზე, იპოთეკურ სესხსა და სამომხმარებლო სესხზე შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვარი 14,5 -ით, ავტოსესხებზე - 16 %-ით, ხოლო სამომხმარებლოზე მინიმუმ 20 %-ით განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 18 %-მდე, ავტოსესხებზე 17 %-მდე, სამომხმარებლო სესხებზე კი 18-დან 36 %-მდე იყო გაზრდილი.
აღნიშნული საპროცენტო განაკვეთით "საქართველოს ბანკში" სესხების გაცემა 11 ნოემბრიდან დაიწყება.