26 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო შვეიცარიაში შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს. ,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათი შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართება.
პოროშენკოს თქმით, ტილერსონთან ერთად განიხილავს ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში უკრაინისა და აშშ-ის თანამშრომლობის საკითხებს.
პეტრო პოროშენკომ პრიორიტეტულ საკითხებად დაასახელა უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება და დონბასში გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსება.