ავიაკატასტროფა უკრაინაში მსხვერპლით დასრულდა. მი-8 ტიპის ვერტმფრენი ქალაქ კრემენჩუგში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 4 ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ვერტმფრენი კერძო ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და სასწავლო ფრენას ასრულებდა. რა გახდა კატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.