რესპოდენტის შესახებ
არასრულყოფილად ჩატარებული გამოძიება, მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები და საქმის გარშემო დარჩენილი პასუხგაუცემელი კითხვები - ასე აფასებს გამოძიების შედეგებს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევის შედეგად მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასწრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი, ეკატერინე მაჭარაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო ხდომა გაიმართება.
„ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს ადვოკატი, ეკატერინე მაჭარაშილი პასუხობს.
_ ხვალ არის წიანასასამართლო სხდომა. განხილული იქნება თუ რამდენად კანონიერად არის ესა თუ ის მტკიცებულება მოპოვებული და რამდენად აკმაყოფილებს ის ალბათობის მაღალ ხარისხს, რომ ამ საქმეზე ნამდვილად დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე განხილული იქნება აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხიც. დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ გამოძიება სრულყოფილად არ არის ჩატარებული.
__ რატომ თვლით რომ გამოძიება არასრულყოფილადაა ჩატარებული?
_ გამოძიება ჩქარობს. აღნიშნულ საქმეზე 40 დღე ნამდვილად საკმარისი არ არის იმისთვის რომ ეფექტური და სრულყოფილი გამოძიება ჩატარებულიყო. ეს ძალიან ვრცელი საქმეა და ბევრად მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე გამოყოფილი იყო. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხი მაშინ გაეცემა, როცა ექპერტიზის პასუხი იქნება. ალტერნატიულ ექსპერტიზას ვგულისხმობ, რომელიც დაცვის მხარეს გვაქვს დანიშნული.
__ როდის გახდება ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგები ცნობილი?
_ სავარაუდოდ, საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე. გამოძიების ვადა არ გაგვიგრძელეს, შესაბამისად, ვერ მოვახერხეთ, რომ წინასასამართლო სხდომამდე აღნიშნული ექსპერტიზები ხელთ გვქონოდა.
ბრალდების მხარემ დაასრულა გამოძიება. გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ რეალურად, ჩხუბში იმაზე მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე ბრალდებულის სკამზე დღეს ზის. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
__ თქვენთვის არის ცნობილი, გარჩევაში რამდენი მოზარდი მონაწილეობდა?
_ აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ და ვერც კომენტარს გავაკეთებ. თუმცა, ცალსახად გიფიქსირებთ იმას, რომ ამ ჩხუბში რეალურად უფრო მეტი დანა იყო, ვიდრე ეს საქმეშია. საქმეში ორი დანაა, თუმცა, უფრო მეტი იყო.
__ რომელ კითხვებზე ვერ გასცა გამოძიებამ პასუხი?
_ პასუხი არ არის გაცემული იმაზე, თუ რამდენი დანა მონაწილეობდა საქმეში. გარდაცვლილს საკმაოდ ბევრი და საკმაოდ ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული. იმ დანით, რომელიც გამოძიებას საქმეში აქვს, იმ ჭრილობებს ვერ მიაყენებდნენ, რომელიც გარდაცვლილს აღენიშნება. აქედან გამომდინარე ბევრი კითხვა გვაქვს, რომელზეც პასუხი არ არის. თუმცა, ყველას ვერ დაგიკონკრეტებთ. იმედია, სასამართლოში ყველაფერს ფარდა აეხდება და გაირკვევა თუ რა მოხდა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც, მის ოჯახსაც აინტერესებს სიმართლე. ასევე, საზოგადოებასაც და ჩვენც. დაცვის მხარე ვემსახურებით იმას, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს.
__ როგორია თქვენი დაცვის ქევშ მყოფის პოზიცია?
_ აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გიპასუხებთ, რადგან ის დუმილის უფლებას იყენებს. ის თავის პოზიციას სასამართლოს მოახსენებს.
__ არსებული ინცოფმაციით, სისხლიანი გარჩევის დროს, ორი მოზარდი დაიჭრა, ერთი მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშიც კი იყო მოთავსებული. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?
_ გამოძიების და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულთან დაკავშირებითაც ვერ გიპასუხებთ...
__ საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ის, რომ მოზარდები და მათი ოჯახის წევრები აღნიშნულ უწყებასთან არ თანამშრომლობდნენ. თქვენი ინფორმაციით, დაიწყეს თუ არა მათ საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა და რა სახის ჩვენებები არსებობს?
_ გამოძიებასთან ვინ თანამშრომლობს, ამაზე მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. თუმცა, მოწმეთა ჩვენებები, რომელიც საქმეში დევს, ერთმანეთს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. შესაბამისად, არ ვიცით, რამდენად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთან, ან იმასთან, რაც საბრალდებო დასკვნაშია აღწერილი ბრალდებულების მიმართ. მოწმეები სხვადასხვა ფაქტებზე მიუთითებენ, ანუ ერთიდაიმავე ფაქტებს არ ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, სასამართლო განხილვებს ველოდებით. სასამართლო შეაფასებს მოწმეთა ჩვენებებს რამდენად ჭეშმარიტი და უტყუარია ის.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში.
სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. განზრახ მკვლელობაში კიდევ ერთ არასრულწოვან ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის საგამოძიებო უწყებაში 4 დეკემბერს გამოცხადდა.
ესაუბრა ეკა ლემონჯავა, „ჯი-ეიჩ-ენი“