საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 10:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ყოფილი პრეზიდენტის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ, დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.