6 ნოემბერს, 19:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის კამერული ორკესტრი სამეფო უბნის თეატრში კონცერტს გამართავს. სოლისტები იქნებიან გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი მარინე იაშვილი (ვიოლინო) და ირაკლი ჯაფარიძე (ალტი). კონცერტს წარუძღვება დირიჟორი ალექსანდრე ხაინდრავა.
პროგრამაშია ქართველ და ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.