ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება კი არა, კონტროლის პროცესების გატარება გვაინტერესებს, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 2017 წლის მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ენგურის საბაჟო პუნქტზე გადასახადები რატომღაც მოიხსნა.
"ეკონომიკური ურთიერთობები ამ საზღვრაზე მომუშავე სრულიად სხვა ადამიანებმა დააწესეს. რესპუბლიკის ყველა ბაზარში იყიდება საქართველოდან შემოსული და საქართველოში წარმოებული საქონელიც კი. რატომ უნდა მივცეთ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ჩვენს ბაზარზე დემპინგის საშუალება. ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება კი არა, კონტროლის უფრო მკაცრი პროცესების გატარება და სახელმწიფოსთვის სარგებლის მიღების შესაძლებლობა გვაინტერესებს“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.