რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ის კონტაქტურია. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ „ინგოროყვას“ კლინიკის დირექტორმა, კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა.
„მდგომარეობა გაუარესების გარეშეა. მუცლის ღრუში არსებული ჰემატომების გამო დაკვირვება მიმდინარეობს. თუკი, ჰემატომებმა ზომაში არ მოიმატა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, აცხადებს მუმლაძე.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს. ის გულ-მკერდის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით „ინგოროყვას“ კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა.