ბორტზე სითხის ატანა შეზღუდული რაოდენობით არის შესაძლებელი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თუ გსურთ, უსაფრთხოების შემოწმება შეფერხების გარეშე გაიაროთ, უნდა დაიცვათ "100 მილილიტრის წესი" (სხვა წესებთან ერთად.
ნებისმიერი სახის თხევადი მასალა (ეს შეიძლება იყოს ჟელე, გელი, კბილის პასტა, კრემი, შამპუნი, ლოსიონი, თხევადი კოსმეტიკა და ა.შ.) ხელბარგში დაშვებულია მაქსიმუმ 100 მილილიტრიანი კონტეინერებით ცალ-ცალკე (ჯამში მაქსიმუმ 1 ლ. მოცულობის სითხე).
სითხეები მოთავსებული უნდა იყოს გამჭვირვალე, ჰერმეტულად დახურულ, შესაკრავიან, პოლიეთილენის პარკში.
უსაფრთხოების შემოწმების გავლისას, სითხეების შესანახი პარკი უნდა ამოიღოთ ხელბარგიდან და ცალკე დადოთ თქვენს ნივთებთან ერთად.
ვრცელდება გამონაკლისები ბავშვების საკვებზე და მედიკამენტებზე.
100 მლ-ის წესი არ მოქმედებს Duty Free მაღაზიაში შეძენილ პროდუქტებზე.