რამდენიმე წუთში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა განახლდება.
დღეს მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.
როგორც საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდების მხარე შეეცდება, დაამტკიცოს, რომ გიორგი მამალაძე ანგარების მოტივით ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
„შევეცდებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დავამტკიცოთ, რომ გიორგი მამალაძე ანგარების მოტივით ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. მას ჰქონდა სურვილი, შეენარჩუნებინა არსებული მატერიალური კეთილდღეობა და კიდევ უფრო მეტი კარიერული წინსვლისთვის მიეღწია. სწორედ ამიტომ ამზადებდა ის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას“, - განმარტა პროკურორმა.