გუშინ აშშ-ის კონგრესმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო [ანტისატანკო სისტემის, „ჯაველინების“ შესყიდვიზე] და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში მიმდინარე კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა.
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატაკნო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს მქონდა პატივი, რომ მივმართე წერლობით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, საჯაროდ თქვენ ამ გადაწყვეტილების შესახებ გაიგეთ ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით, ხელთ მაქვს ორიგინალი. ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა ამ სისტემის გადამოცემისა.
ეს არის საერთო, ჩვენი სახალხო მთელი სახელიმწიფოს მიღწევაა და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.