თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა განახლდება. პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში წარიმართება.
დღეს მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან, მანამდე კი ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.
დღევანდელ პროცესს მსჯავრდებული მამალაძე არ დაესწრება. მან აღნიშნული გადაწყვეტილება წინა პროცესზე მიიღო, როცა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.