გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტინისხიდის გზაგამტარის ქვეშ სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული არხი წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული, რის გამოც გზაგამტარის ქვეშ დაბლობ ადგილზე წვიმის დროს ნიაღვარი დგებოდა და ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა.
პრობლემის მოსაგვარებლად, შემუშავებული პროექტის მიხედვით, არხში 24 მეტრის სიგრძეზე ჩაიწყო ახალი ბეტონის ღარები; შენდება სალექარი, სადაც დაგროვილი წყალი ჩაიწურება და მონტაჟდება ტუმბო, რომელიც მოახდენს წყლის გზიდან გადაქაჩვას.
ტინისხიდის გზაგამტარის ქვეშ სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით შპს "არქმშენსტუდია 2002" ახორციელებს.
პროექტი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7600 ლარია გამოყოფილი, 14 ნოემბერს დასრულდება.