უახლოეს თვეებში ვნახავთ, როგორ გავაღრმავებთ თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ იცის ეს რეგიონი, აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს ნატო-ს ინფორმაცია და ითანამშრომლოს ალიანსთან როგორც მცოდნე პარტნიორმა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია.
"უახლოეს თვეებში ვნახავთ, როგორ გავაღრმავებთ თანამშრომლობას. რაც შეეხება ამ კონფერენციას, ეს ჩემთვის მეექვსე თავდაცვის კონფერენციაა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო და არსებითი განხილვა, რაც კი მინახავს და მსურს მივულოცო თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ეს წარმატება“,- განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.