საქართველოს დელეგაციას საგარეო ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპებისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) აქტების ღიად დარღვევაში ბრალი კიდევ ერთხელ დასდო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, კარბელაშვილმა ღიად გააკრიტიკა რუსეთის ქმედება, რომელიც მსოფლიოს ნუმერაციის კოდის მე-7 ზონაში ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკის" ჩართვას გულისხმობს, მაშინ როდესაც აფხაზეთი, საქართველო და სამხრეთ ოსეთი, საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ზოგიერთი რუსული კომპანია როგორც საერთაშორისო ასევე საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით, აგრძელებს არალეგალურ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საერთაშორისო საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ფიქსირებულ თუ მობილურ ქსელებზე საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო ქსელის ნაწილის პირდაპირ მიერთებით გამოიხატება, რომლებიც განთავსებულია აფხაზეთისა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.
აქვე იგი შეეხო რუსეთის მხრიდან საქართველოს შეზღუდული ბუნებრივი რესურსებისა (რადიო-სადგურების), (სახელდობრ "მეგაფონის") და მობილური რადიო საკომუნიკაციო ქსელების საშუალებით ტელე-რადიო გადაცემათა მაუწყებლობის განხორციელების საკითხს (სახელდობრ "ORT", "NTV" და "Vesti--FM").
ამასთან, კარბელაშვილმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიაზე, შემდგომ ოკუპაციაზე და რუსეთის მხრიდან განხორციელებული არალეგალური ქმედებების შესახებ. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ფაქტს სათანადოდ შეაფასებენ BშEჩ-ის წევრი ქვეყნები. ამავე დროს, მან თხოვნით მიმართა ყველა დელეგაციას, მიიღონ შესაბამისი ზომები რუსეთის არალეგალური ქმედებების აღსაკვეთად და მოუწოდა BშEჩ-ის წევრი ქვეყნების შესაბამის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციას, აფხაზეთსა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ზარების განხორციელებისას მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო კოდების შესაბამისად ისარგებლონ.