საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებაზე საქართველოს სამხედრო ძალების დროშების პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო დროშები ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მომზადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებაზე სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების კაპრალი სერგეი გოროზია სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მთავარი დირიჟორი კობა მერმანიშვილი ქართული საგუნდო მუსიკისა და სამხედრო ორკესტრის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კი, გიორგი მარგველაშვილმა, მაღალი პროფესიონალიზმისა და საბრძოლო მოქმედებების გაშუქებისას გამოვლენილი გამბედაობისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვა ჟურნალისტები გიორგი შარაშენიძე და ლეილა ბლაგონრავოვა.
მიღებას, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას სამხედრო მოსამსახურეთა მეუღლეები და ოჯახის წევრები, ასევე, კანადაში, საერთაშორისო თამაშებში Invictus Games გამარჯვებული დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.