დაცული ტერიტორიების სააგენტოს და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინიციატივით გაიმართა სემინარი ყაზბეგის რაიონში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის შესახებ.
სემინარზე განხილული იქნა ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პერსპექტივები, ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოება და დამხმარე ზონის სპეციალური დაგეგმარება მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით.
სემინარს დაესწრნენ სახელმწიფო სტრუქტურების, რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობების, დონორი, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრის მიზანია ყაზბეგის ბიოსფერული რეზერვატის შექმნის თაობაზე კვლევის შუალედური შედეგების განხილვა და ურთიერთგამოცდილების გაზიარება მონაწილეთა შორის.