დღეს, 5 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის კოსერვატორიის დიდ დარბაზში "თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი" გაიხსნება.
"თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი" საქართველოში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი და ევროპელი მუსიკოსები. მოწვეულ მუსიკოსებს შორის იქნებიან უმაღლესი კლასის შემსრულებლები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგებიან.
ფესტივალის მიზანია, საზოგადოებაში ჩასაბერ საკრავთა მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ სფეროში უკეთესი სკოლის ჩამოყალიბება, რადგანაც ჩასაბერ ინსტრუმენტზე შემსრულებელი მუსიკოსები ორკესტრის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია, რომელიც ორკესტრის დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
ფესტივალში მონაწილეობენ ფენიქს რენგლი (შვეიცარია, ფლეიტა), მორის ბურგი (საფრანგეთი, ჰობოი), მიშელ ლეტიეკი (საფრანგეთი, კლარნეტი), რადოვან ვლატკოვიჩი (ხორვატია, ვალტორნა), თემურ ბუხნიკაშვილი (საქართველო, ფაგოტი), ნინო გვეტაძე (საქართველო, ფორტეპიანო), ნატალია გაბუნია (საქართველო, ვიოლინო), თბილისის ოპერის სიმებიანი კვარტეტი (საქართველო), მანანა დოიჯაშვილი (საქართველო, ფორტეპიანო), სლობოდან ტრკულია (სერბეთი).