ავღანეთის დედაქალაქში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თალიბანის რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო. ძლიერი აფეთქების ხმა ქაბულში შეერთებული შტატების საელჩოსთან დღეს დილით გაისმა. ქაბულ ბანკის ფილიალთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტს, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.