ფოთის მაჟორიტარი-დეპუტატის - ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. გორის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე პროკურატურამ ხუთ-ხუთი ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა ბრალდებულებს.
საზოგადოებრივის ინფორმაციით, ბრალს არცერთი მათგანი აღიარებს.
ბრალდებული პოლიციელების წინასასამართლო სხდომა გორის სასამართლოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. უკვე ყოფილ პოლიციელებს ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ძლიერი შეჯახების შედეგად, გორში, მაგისტრალზე ბექა ხახუბია 17 მაისს გარდაიცვალა.