ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური უწყებიდან აცნობეს, აღნიშნულ პოსტზე მინისტრის ბრძანებით მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა.
მიხეილ ჯანელიძე 28 წლისაა. დამთავრებული აქვს თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
2003-2006 წლებში სწავლობდა რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურაში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე.
2008 წელს ჩააბარა გრენობლის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში (საფრანგეთი). 2006-2009 წლებში მუშაობდა შემდეგ კომპანიებში: "საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერის სერვისი"; ვისოლ ჯგუფი, შპს "ველაჯიო"; "ჯანელიძე & კომპანია"; "იბერია ბიზნეს ჯგუფი".
ჯანელიძე ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.