ავტომანქანების და უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რიცხვი იზრდება. როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა ავტომობილების რეგისტრაციამ ოქტომბრის თვეში 14 700 შეადგინა, სხვა უძრავი ქონების რეგისტრაცია კი იმავე თვეში 33 ათასამდეა გაზრდილი.
"ავტომობილების რეგისტრაცია ოქტომბრის თვეში იყო რეკორდულად მაღალი. თუ აქამდე ეს მაჩვენებელი 14 ათასს არ სცილდებოდა გასულ თვეს 14 700 დაფიქსირდა. ასევე გაიზარდა სხვა უძრავი ქონების რეგისტრაცია რაც 32-დან 33 ათასამდეა დაფიქსირებული", - განაცხადა გილაურმა.