ბერალურსს რევოლუციები, დემოკრატიითა და ადამიანის უფლებებით სპეკულირება არ სჭირდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
„ჩვენ არ გვჭირდება ომები, რევოლუციები, რყევები, სპეკულირება დემოკრატიითა და ადამიანის უფლებებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი იდეალები და ღირებულებები და არავის მივცემთ უფლებას, სხვა ღირებულებები მოგვახვიოს თავს. 21-ე საუკუნის ბელარუსი სტაბილური ქვეყანაა, სადაც სიმშვიდე და წესრიგია,“-აღნიშნა ლუკაშენკომ.