დღეისათვის არანაირი ინიციატივა არ არსებობს იმისა, რომ მონტენეგროს ტერიტორიაზე ნატოს ბაზები განთავსდეს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პრედრაგ ბოშკოვიჩმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატოს მინისტერიალი ტარდება.
„ჯერჯერობით მსგავსი არაფერი მსმენია. არანაირი ინიციატივა დღეისათვის არ არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მონტენეგრო საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განთავსებას მოისურვებს, ვფიქრობ, ეს დღეისათვის ალიანსის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს,“-აღნიშნა მინისტრმა.