მე მინდა თითოეულ თქვენთაგანს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულწრფელად გეტყვით, რომ არ იყო ეს 4 წელი მარტივი წლები, ძალიან ბევრი თავდასხმის, ბევრი შეურაცხყოფის ატანა მომიწია, მაგრამ თუ რამემ გამაძლებინა და ძალა მომცა, ეს იყო თითოეული თქვენთაგანისგან დიდი სითბო და თანადგომა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ლევან მურუსიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მურუსიძემ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივი იყო, რომ ლანძღავდნენ იმის გამო, რომ დაეცვა თითოეული მოსამართლის ღირსება.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ მლანძღავდნენ იმის გამო, რომ დამეცვა თითოეული თქვენთაგანის, თითოეული მოსამართლის ღირსება, პატივი და სასამართლოს დამოუკიდებლობა, ამიტომ არც ერთ წამს არ ვნანობ იმ 4 წლიდან, რომელიც გავიარე, მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენთგანს და მე მინდა ვუსურვო იუსტიციის ახალ უმაღლეს საბჭოს კიდევ უფრო განამტკიცოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და იზრუნოს თითოეულ თქვენთაგანზე”, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს საბჭოს მდივანსა და 4 ახალ მოსამართლე წევრს აირჩევს.