თბილისის თბოელექტროცენტრალის ქვესადგურ "ვერა 2"-ზე აფეთქება მოხდა.
ავარიის გამო მთაწმინდის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში, 65 ათასი აბონენტი ორი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, თუმცა ამ დროისთვის მათ შუქი სხვა ფაზიდან მიეწოდებათ.
ამ დროისთვის ადგილზე ენერგეტიკოსების ბრიგადები მუშაობენ.
აფეთქებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის აღდგენას სპეციალისტები
დღეს, დღის ბოლომდე ვარაუდობენ.
აფეთქების მიზეზები დგინდება.