ხორციელდება მრავალი პროგრამა, რათა გაიზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რომ მოხდეს აგრესიის შეჩერება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ყველანაირად ხელი შეუშალოს საქართველოს, რომ შეუერთდეს ნატოს.
"რუსეთი ცდილობს ყველანაირად ხელი შეუშალოს საქართველოს, რომ შეუერთდეს ნატოს. გარდა ამისა, რუსეთმა შეასუსტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი საზღვრები, რადგანაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. სწორედ ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი და სწორედ ამიტომაც ხორციელდება მრავალი პროგრამა, რათა გაიზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რომ მოხდეს აგრესიის შეჩერება. სწორედ თავდაცვის სფეროში აშშ-ს ჯარის პროგრამები ამას ემსახურება", - განაცხადა იან კელიმ.