ფარელის კუნძულის მოსახლეობამ ვეშაპების მასობრივი განადგურება დაიწყო. წლის ამ დროს, ვეშაპების მიგრაციის პერიოდია და ისინი სანაპიროსთან ახლოს მოდიან, სადაც მათ მეთევზეები ხვდებიან და კლავენ.
ზაფხულის პერიოდში კუნძულებთან ათასობით ვეშაპი იღუპება. მათ ხორცს ადგილობრივები იყენებენ, თუმცა ხშირად ტონობით ხორცი აუთვისებელი რჩება.
ვეშეპებზე ნადირობა ადგილობრივების ტრადიციაა და ის კანონით არ ისჯება. თუმცა, ტრადიიცის ამგვარი ფორმის წინააღმდეგ გამოდიან უფლებადამცველები.
მსოფლიოში ვეშაპებზე ნადირობა სპეციალური კონვენციითაა აკრძალული.