მორიგი თავდასხმა ავღანეთში. სამხედრო მოსამსახურე თავს მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზას დაესხა. შედეგად 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა. 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მაზარი-შარიფის ბანაკში ავღანური არმიის 209-ე კორპუსია ბაზირებული, რომელსაც ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიან.